ცხინვალი დანარჩენ საქართველოსთან 31 დეკემბრიდან 1 იანვრამდე ე.წ. საზღვარს კეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთი 31 დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს. ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის უშიშროების კომიტეტი იუწყება.

„ახალი წლის წინ, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, 31 დეკემბრის 07:00 საათიდან 2017 წლის 1 იანვრამდე ”საზღვრის” გამარტივებულ მონაკვეთზე მოქალაქეთა გატარება შეწყდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოძრაობა 1-ლი იანვრის დილიდანვე აღდგება.

banner
წინა სტატიაშიავტოტრანსპორტის გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების საკითხებში მოლაპარაკებები შვეიცარულ კომპანიასთან გაიმართება
შემდეგი სტატიაესტონეთის მოქალაქეს რუსეთის საზღვართან ყვავმა პასპორტი გამოსტაცა