ცხენოსნობა: მსოფლიო თასის ეტაპი კაჭრეთის ამბასადორში გაიმართება

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღესლისის იპოდრომზე ქართველი ცხენოსნები მოინახულა. სპორტსმენებს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სამინისტროს წარმომადგენლებიც ესტუმრნენ.5-8 ოქტომბერს კაჭრეთის ამბასადორი ცხენოსნობის ოლიმპიურ დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს და ქართველი სპორტსმენებიც ამ ტურნირისთვის ემზადებიან.კავკასიის ლიგის გათამაშებაში ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი და უკრაინელი ცხენოსნებიც მიიღებენ მონაწილეობას.„საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს და ტრადიციისამებრ, შეჯიბრების წინ ჩვენს სპორტსმენებს ვსტუმრობთ. მიხარია, რომ ბიჭები კარგ განწყობაზე არიან, მჯერა, რომ ისინი წარმატებით იასპარეზებენ მსოფლიო თასის ამ ეტაპზე. ცხენოსნობა ოლიმპიური სახეობაა და სახელმწიფო ფიქრობს სპეციალური პროექტის შემუშავებას, რომელიც ცხენოსნობის განვითარებას ხელს შეუწყობს. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო ცხენოსნობა. მსურს მადლობა გადავუხადო ცხენოსნობის ფედერაციას, ასევე ამ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტს“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდი პრეზიდენტთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს
შემდეგი სტატიასაპატრიარქო იმ ეპარქიების სიას აქვეყნებს, სადაც მორწმუნეებს ოქტომბრის თვეში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვა შეეძლებათ