ცხენის ხორცით საბავშვო ბაღების მომარაგების ფაქტი – ნუგზარ მარკოიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

ცხენის ხორცით საბავშვო ბაღების მომარაგების ფაქტზე დაკავებულ ნუგზარ მარკოიძეს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ნუგზარ მარკოიძემ დოკუმენტები გააყალბა და სამტრედიის საბავშვო ბაღებს საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი მიაწოდა.

ბრალდებულს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 44 წლის ნუგზარ მარკოიძე დუმილის უფლებას იყენებს.

banner
წინა სტატიაშიტაქსის მძღოლები დღეიდან მანქანის გადაღებვისა და ქიმიური წმენდისთვის საჭირო ვაუჩერებს მიიღებენ
შემდეგი სტატიახანძარი თბილისში – ცეცხლი, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა