ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად20 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამთენისას თბილისში რუსთაველის გამზირზე ორი ახლგაზრდა ბიჭის დაჭრის ფაქტზე, 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ამის შესახებ „თაიმერს“ შსს-ში განუცხადეს.

დაპირისპირება ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა, ამის შემდეგ ჩხუბი გარეთ გაგრძელდა, რასაც დაჭრა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდების ასაკი 20-დან 25 წლამდეა. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ ანაკლიის პროექტს „ქართული ოცნების“ გარეშე განვახორციელებთ“ – მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიარეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა