სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე – ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები მწვავე კრიტიკით პასუხობენ. კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას, განაცხადა, რომ ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაც შეხედულებები.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს საკუთარი გაბრაზება პროკურატურისკენ წარემართა.
„პარლამენტის თავმჯდომარეს თავისი გაბრაზება და ენერგია პროკურატურაზე წარემართა, პროკურატურისთვის, რომ მოეთხოვა იმ გამოძიებების გამოძიება რომელზეც ძალიან ბევრი კითვა გვაქვს , ამ მდგომარეობაში მმართველი გუნდი არ იქნებოდა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მიმართ დამოკიდებულებას ეს ჩვენთვის ახალი არ არის. ცხადია მათი მიზანი არის, რომ ჩვენ გავჩუმდეთ, მაგრამ ჩვენ არ გავჩუმდებით“-აცხადებს გიგაური.