„ჩვენი სიმართლის ძალა ყოველგვარ იარაღზე ძლიერია“ — ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ესმაილ ბაყაი საერთაშორისო საზოგადოებასა და მოწინააღმდეგეებს მიმართავს. რატომ თვლის თეირანი საკუთარ გზას „მართალ საქმედ“ და როგორ აპირებს ირანი საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვას „უხეში ძალის“ პირობებში?
დღეს ნაშუადღევს გამოქვეყნებულ განცხადებაში ესმაილ ბაყაიმ აქცენტი ირანულ კულტურასა და რწმენაზე გააკეთა:
სპიკერის თქმით, „ცივილიზებული“ ერის კულტურა, ლოგიკა და რწმენა საკუთარი საქმის სიმართლეში უპირობოდ გაიმარჯვებს „უხეში ძალის ლოგიკაზე“.
ბაყაი აღნიშნავს, რომ ერი, რომელსაც სჯერა საკუთარი გზის მართებულობის, გამოიყენებს ყველა თავის შესაძლებლობასა და რესურსს ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.
განცხადება მთავრდება მკაფიო გზავნილით — #IranWillWin (ირანი გაიმარჯვებს), რაც ირანის ხელისუფლების მტკიცე პოზიციაზე მიუთითებს.
„ერის ძალა, რომელსაც სჯერა თავისი გზის სიმართლის, დაუმარცხებელია“, — წერს ბაყაი.















