ცისკარიშვილი – „ქართულ ოცნებაში“ ვეღარ აკონტროლებენ ქალბატონი ზურაბიშვილის მოქმედებებს, აქედან გამომდინარე, თავს ესხმიან

ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ისინი [„ქართული ოცნება“] ვეღარ აკონტროლებენ ქალბატონი ზურაბიშვილის მოქმედებებს, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ნერვებს უშლის, ამიტომ თავს ესხმიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ახერხებს, რომ არ იყოს ტოტალიტარულ წყობილებაში ჩამჯდარი ინსტიტუცია.

„ნებისმიერ ინსტიტუციას, თუ ცალკეულ უწყებას, რომელსაც შეიძლება ისინი თეორიაში ვერ აკონტროლებენ, არ მოსწონთ, უპირისპირდებიან და სწორედ ეს არის მაგალითი, თუ რატომ ესხმიან თავს ქალბატონ ზურაბიშვილს და მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუციას. [სალომე ზურაბიშვილი] მათი მოყვანილია, არჩევნების პერიოდში ისინი დაეხმარნენ, მაგრამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ისინი ვეღარ აკონტროლებენ ქალბატონი ზურაბიშვილის მოქმედებებს, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ნერვებს უშლის და თავს ესხმიან იმიტომ, რომ არ არის ტოტალიტარულ წყობილებაში ჩამჯდარი ინსტიტუცია თვითონ ქალბატონი ზურაბიშვილი და პრეზიდენტი“, -განაცხადა ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 19 პირი დააკავა, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია
შემდეგი სტატიაყაველაშვილი ოპოზიციაზე – მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა – ისინი იმართებიან გარე ძალებით და სწორედ ამ ძალების დაკვეთებით მოხდა მათი გადაჯგუფება