ცისკარიშვილი: ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება

„ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არ აქვს მნიშვნელობა რომელ მარიონეტს რა პოსტზე დანიშნავს, ეს არც ეკონომიკურ განვითარებას მოიტანს და არც ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციას“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

„ჩვენ ქვეყანას სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ჩვენ ხალხს კი სჭირდება ღირსეული მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილები. ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით, ეს მთავარი ამოცანები არ სრულდება. არ აქვს არავითარი მნიშვნელობა რომელ მარიონეტს რა პოსტზე დანიშნავს და როგორ გადააადგილებს ივანიშვილი თავის კარზე სხვადასხვა ქვეშევრდომებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევცვალოთ რაც შეიძლება სწრაფად მოახლოებულ არჩევნებში ეს რეჟიმი, იმისათვის რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარდეს და ასევე, იმავდროულად სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში, რაც ეკონომიკური განვითარების შედეგიც იქნება.“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიგურამ მაჭარაშვილი – მთავრობის შეცვლით ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომ ნუ შფოთავენ
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა დააკმაყოფილა ანანია გაჩეჩილაძის მოთხოვნა და დაადგინა POSTV-ის დირექტორის, შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი