ცისკარიშვილი იმედოვნებს, რომ პრემიერის განცხადებაზე მინისტრები რეაქციებს “ფეისბუქში” არ გამოხატავენ

თუ ხელისუფლება დაბნეულ მდგომარეობაში დარჩება და არ შეიმუშავებს მკაფიო საკადრო პოლიტიკას, მაშინ უნდა „ველოდოთ იმას, რაზეც ოცნებობს „ნაციონალური მოძრაობა.“

ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას დადებითად აფასებს.

“პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ შეფასებებს მივესალმები. ვწუხვარ, რომ მან ასეთი განცხადება ერთი თვის წინათ არ გააკეთა, რაც საშუალებას მოგცემდა, ქვეყანაში მეტი სიმშვიდის დამკვიდრებისთვის. მის ადგილას, არც იმას გამოვრიცხავდი, რომ ინდივიდუალურად, შეხვედროდა საკუთარი მთავრობის წევრს, შესაბამისად, ასეთი საჯარო განცხადების აუცილებლობაც არ იქნებოდა. გიორგი კვირიკაშვილის პოზიცია მკაფიოა და მასში არანაირი ორაზროვნება არ იკითხება. იმედი მაქვს, ახლა, სოციალური ქსელებით არ დაიწყება ამ თემაზე აქტიურობა მინისტრების და დეპუტატების მიერ”,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატი გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. “რესპუბლიკელები” აცხადებენ, რომ თინა ხიდაშელზე მიტანილი იერიშით გოგი თოფაძემ დარტყმა მიაყენა ხელისუფლების პროდასავლურ კურსს. პრემიერმა დღეს, მხარეებს დიალოგისკენ და სადავო საკითხების კოაალიციის შიგნით განხილვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მან მთავრობაში ცვლილებები დაანონსა.

რემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მიუღებელია თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, თუმცა თინათინ ხიდაშელი მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვალდებულია, ამ დაპირისპირებაში არ ჩაერთოს.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს გამგეობა დიდ დიღომში დაზიანების აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” აკისრებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: პრემიერ-მინისტრი იქნება უფლებამოსილი, მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები