თამო კეშელავა: ცირკში ზარია, “ჟოპა” ვარ და ვმღერი, სხვა რა უნდა გავაკეთოო?

“ჯერ არასდროს არ შობილა “ჟოპა” ასე ნაცნობი…
ოდესმე დაწერს წიგნს – აჩუ-აჩუდან “ჟოპამდე”
სულ არაა ეს კლიპი სასაცილო, ზუსტად ასახავს დღევანდელი მთავრობის პოზიციას – ჩვენ ჩაგვაბარონ “ჟოპას” და თავად იფრინონ ამერიკაში ჩარტერით.
შევარდნაძეს შემოუთვლია, მეც კი არ მინახავს ასე საჯაროდ, ასე საქვეყნოდ, ოკუპანტის წინ მუხლებზე იდგეს ვინმე და ასე ითხოვდეს, წამიყვანე “ჟოპავო”.
სტალინს ჩაუცინია ულვაშებში, საცა ამდენი “ნაცნობი” გვყავს იქ ომი და გადასახლება რად გვინდაო? დახვრეტა კი, დახვრეტა ზოგჯერ მაინც საჭიროაო!
ლენინს უთქვამს, მაგას სათამაშო არ ექნებოდაო.
ლომისის ტაძრის სიახლოვეს ქართულ მიწას კიდევ ერთი დახვრეტილი ქართველის სისხლი შეერთებია.
ანდრია ჯაღმაიძემ, ხუთჯვრიანი დროშის აფრიალება არ გაბედოთ, დაგხვრეტენო.
ცირკში ზარია, “ჟოპა” ვარ და ვმღერი, სხვა რა უნდა გავაკეთოო?”,-წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა “უცნობის” კლიპის შესახებ, რომელმაც საზოგადოებაში აგრესია გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი რაღაც მომენტში გახდა რადიკალური ოპოზიციის შემადგენელი ნაწილი, ჩაერთო კამპანიაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაფსიქოტროპული წამლების რეცეპტები თანხის სანაცვლოდ – კახეთში დააკავეს სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი