ცირკის მსახიობი სიმაღლიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა

ცირკ Cirque du Soleil-ის გამოცდილი აკრობატი გამოსვლის დროს ჩამოვარდა და გარდაიცვალა – შემთხვევა ფლორიდას შტატში, ქალაქ ტამპაში მოხდა -ამის შესახებ ინფრომაცია 18 მარტს Reuters-მა გაავრცელა. იან ანრო ცირკში 15 წელზე მეტი ხანი მუშაობდა, ის სიმაღლიდან შოუ VOLTA-ს დროს ჩამოვარდა. 38 წლის მსახიობისთვის მიღებული ტრავმები სასიკვდილო აღმოჩნდა. ცირკის დასმა აღნიშნა, რომ მომხდარი ნამდვილი შოკი იყო გუნდისთვის. ილეთი, რომლის დროსაც შემთხვევა მოხდა, არ ითვლება საშიშად.

2013 წლის ივნისში ფრანგი აკრობატი სარა გიო-გიიარი Cirque du Soleil-ის შოუ “კას” დროს ჩამოვარდა და ორკესტრის ორმოში ჩავარდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიასადმა აღმოსავლეთ გუტაში წინა ხაზი ინახულა
შემდეგი სტატიაTwitter-ი კრიპტოვალუტების რეკლამას აკრძალავს