ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ”თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს. მათი თქმით ხანძრის შედეგად სულ 1500-2000 კვადრატული დაიწვა. ადგილზე სულ 3 სახანძრო ბრიგადა და 15-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიმეხიკოში მიწისძვრის შემდეგ გადაღებული ვიდეო გავრცელდა
შემდეგი სტატიაფონიჭალაში კიდევ ორი სპეცოპერაცია მიმდინარეობს