ცინიზმია, როდესაც მთავარი დამნაშავე თვითონ იძიებს საქმეს – ბაჩუკი ქარდავა გამოკითხვაზე იმყოფება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს.

ქარდავას კითხვებს გამომძიებლები, მაგსიტრი მოსამართლის თანხლებით დაუსვამენ. ბაჩუკი ქარდავა გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა.

ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ედპ-ს ლიდერის განცხადებით, ცინიზმია, როდესაც სისხლიანი დარბევის ავტორი და განვითარებული მოვლენების მთავარი ფიგურანტი, “დამნაშავე” შს მინისტრი თავად იძიებს საქმეს.

ქარდავას განცხადებით, ე.წ. გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა შს მინისტრს ეკისრება და სისხლის სამართლის საქმე გახარიას წინააღმდეგ უნდა მიმდინარეობდეს.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე აღიარებს, რომ 20 ივნისის ღამეს მომიტინგეები არ გაუფრთხილებიათ
შემდეგი სტატიახობში ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს