“ცინიკურად ყველაფრის გადაბრალება მსხვერპლზე სრულიად გაუმართლებელია”- ოპოზიცია შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოონენტები საპარლამენტო შსს მინისტრის პარლამენტში მოსვლას ითხოვს.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მტკიცებულებების სახით არსებული სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეო მასალა უნდა გასაჯაროვდეს.

„თუ არ იქნა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იქნება მოთხოვნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, სხვა ოფიციალური პირები პარლამენტშიც მოვიდნენ და საზოგადოებას გააცნონ რაშია საქმე,“ – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი.

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ პაატა პავლიაშვილის სიკვდილი სისტემური პრობლემის შედეგია.

„ჩვენ დავსვამთ საკითხს, რომ მოვიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა პარლამენტში და გასცეს პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც აქვს საზოგადოებას. ცხადია, ჯოხი არ უნდა გადავტეხოთ რიგით შემსრულებლებზე. ცინიკურად ყველაფრის გადაბრალება მსხვერპლზე, არის სრულიად გაუმართლებელი,“ – განაცხადა „ენმ“-ის წევრმა გიორგი ბარამიძემ.

მმართველი გუნდი კი, პატრულის მხრიდან ძალის გადამეტებას გამორიცხავს და უბედურ შემთხვევაზე საუბრობს.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქ პასუხგაუცემელი კითხვები არ იქნება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება შს მინისტრის პარლამენტში დაბარების თემას, გამოძიების ეტაპზე მე ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ციანიდის საქმეზე” მოსამართლე ბუგიანიშვილს დაკითხავენ
შემდეგი სტატიაყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-შეძენა – პასუხისგებაში მისცეს ორი კომპანიის ხელმძღვანელი