ციმბირიდან გამოყვანილი ჯარები უკრაინისკენ გადაჰყავთ

http://retrans24.blogspot.com/2015/11/blog-post_851.html

http://retrans24.blogspot.com/2015/11/blog-post_851.htmlბოლო ინფორმაციის თანახმად, ციმბირიდან, ძირითადად ზაბაიკალიედან მიდის რუსეთის ჯარების გადაადგილება უკრაინის საზღვართან და საერთოდ, რუსეთის ევროპულ ნაწილთან. საბჭოთა დროს ზაბაიკალიე გადატვირთული იყო სხვადასხვა ჯარებით და სამხედრო ბაზებით, რაც გამოწვეული იყო ჩინეთის საზღვართან სიახლობით. იმ დროს, საბჭოთა ჯარის შეიარაღება მთელი თავით უსწრებდა ჩინეთისას.
საბჭოთა კავშირი ძალიან სერიოზულად განიხილავდა კონფლიქტის შესაძლებლობას ჩინეთთან ზუსტად ამ მონაკვეთზე. ეს აიხსნება იმით, რომ ბაიკალიდან შორეულ აღმოსავლეთამდე გადიოდა მხოლოდ ერთი რკინიგზა, რომლითაც ხდებოდა სამხედრო ტვირთების გადაზიდვა. მოგვიანებით, გაიყვანეს ბაიკალის და ამურსკის შემაიერთებელი მაგისტრალი, ცნობილი როგორც БАМ.
საკმარისია, ჩინეთმა გადაჭრას რკინიგზის ეს ორი ხაზი და ყველაფერი, რაც კი აღმოსავლეთით არის, ხელშიჩაუვარდება. ეს კი უნდა იწვევდეს რუსეთის დიდ შეშფოთებას. ჯარის გარდა, ჩინეთმა მთლიანად მოახდინა თავისი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის შეცვლა. დღეს რუსეთის საზღვრის პირას გადის საავტომობილო მაგისტრალები და რკინიგზები. დღეს ჩინეთს ჰყავს ჯარი, რომელიც რუსეთის ჯარზე უკეთ არის შეიარაღებული, ბევრად მრავალრიცხოვანია, ხოლო საზღვრისპირა კომუნიკაციები მზად არის შესაძლებელი საომარი მოქმედებებისთვის.
ასეთ სიტუაციაში, რუსეთი ვალდებულია, მასაც ქონდეს ადექვატური პირობები, მაგრამ მდგომარეობა საპირისპიროა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ზაბაიკალიეს სამხედრო დაჯგუფება შეამცირეს და ამ მონაკვეთის დაცვა უფრო ეპიზოდური გახდა. უფრო მეტიც, დაიწყეს იქ დარჩენილი, მცირე სამხედრო დაჯგუფებების გამოყვანა რუსეთის ევროპულ ნაწილში. ეს კი, უეჭველად, გამოიწვევს საზღვრის დაუცველობას. უკრაინას ძალიან ძვირი დაუჯდა თავისი ჯარის გაუაზრებელი დასუსტება, იგივეს იმეორებს ეხლა რუსეთი თავისი ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება აბსურდული იყოს, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის ახლოდან განხილვა საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე.
დღეს ციმბირი და რუსეთის შორეული აღმოსავლეთი განიცდის მოსახლეობის ყველაზე მასიურ გადინებას თავისი ისტორიის მანძილზე. ასეთ შემთხვევაში, როცა მოსახლეობას არ შეუძლია იარსებოს ავტონომიურად, ხოლო ცენტრთან კომუნიკაციები ფაქტიურად გადაკეტილია, წარმოიქმნება პოპულაციის ვაკუუმი. ჩიტიდან მოსკოვში გადაფრენა ან მგზავრობა იმდენად ძვირია, რომ ოჯახის მთელი ბიუჯეტი ამაში იხარჯება. ამიტომ, ცენტრში მიემგზავრებიან მხოლოდ ერთხელ – სამუდამოდ. ისინი, ვინც დარჩა, იძლებული არიან შეეგუონ არსებულ პირობებს და ისარგებლონ იმით, რაც ადგილზე აქვთ.
ადგილზე კი ყველაფერი ჩინური წარმოებისაა. ჩინეთში გამგზავრება არ ჯდება ძვირი და თითქმის ყველასთვის შესაძლებელია ფასის და კომფორტის გათვალისწინებით. უფრო მეტი, ჩინეთის აეროპორტებიდან მოსკოვში გადაფრენა ორჯერ-სამჯერ იაფია, ვიდრე იმავე ჩიტადან ან ხაბაროვსკიდან!
რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მაცხოვრებლები იოლად ამყარებენ კომერციულ ურთიერთობებს ჩინელებთან, ისვენებენ ჩინეთში, ბევრმა საცხოვრებელიც იყიდა იქ და ბავშვებსაც აგზავნიან სასწავლებლად არა მოსკოვში ან პიტერში, არამედ ჩინეთში. ბევრმა ჩინურიც იცის.
კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი – ჩინეთის სახელმწიფო სისტემის და რუსეთის შედარებისას ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე მივდივართ – რუსეთის ხელისუფლებასთან ცხოვრება არ შეიძლება.
მეორეს მხრივ, რუსეთი ავლენს სრულ იმპოტენციას ამ რეგიონის განვითარების საკითხებში. „ციმბირის ძალის“ ფიასკო მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს არ შესწევს ძალა, ეფექტურად ივაჭროსციმბირის სიმდიდრეებით. რუსეთმა უკვე დაკარგა ამ რეგიონის მეურნეობის ეფექტური მართვის უნარი.
ეს არის ობიექტური რეალობა და რაიმეს შეცვლა წარმოუდგენელია. როცა არ არის ფული, ხოლო ინვესტიციების მოზიდვა ამ პირობებზე შეუძლებელია, ნორმალური ინვესტორი პუტინის რუსეთში არ წავა. მაგრამ იქ მოვიდა ჩინეთი.
თან მოვიდა ისე, როგორც არც ერთი ინვესტორი არ მოსულა. ჩინეთმა 50 წლით, კონცესიით აიღო უზარმაზარი ფართობის ტერიტორიები, რომლებზეც გადის რკინიგზის მაგისტრალები. თან იმ პირობით, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის კონსტიტუცია არ გავრცელდება. გარდა ამისა, ჩინეთის დაჟინებული თხოვნის საფუძველზე, ამ ტერიტორიების ათვისებაზე იმუშავებენ ჩინური საწარმოები და ჩინეთის მოქალაქეები, რომლებსაც ექნებათამ ტერიტორიების თავისუფლი და შეუზღუდავი სარგებლობის უფლება.
იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც სწავლობს კონსტიტუციურ სამართალს, გეტყვით, რომ ეს არის სუვერენიტეტის დაკარგვა რუსეთის ტერიტორიის ამ ნაწილზე. ეს კი გამოიწვევს მთელი შორეული აღმოსავლეთის ჩამოჭრას ცენტრისგან. ეხლა ეს კომუნიკაციები ჩინელების ხელშია. ე.ი.რუსეთის ტერიტორიის ნაწილზე მისივე სუვერენიტეტი არ ვრცელდება, ხოლო დანარჩენინაწილი, ალბათ, უახლოეს მომავალში დაკარგავს. მოსახლეობა ამისთვის მზად არის, ბევრს კიდეც სურს ჩინეთში წასვლა.
ფაქტიურად, ჩინეთი იმეორებს საბჭოურ ფოკუსს კალინინგრადთან, რომელიც 50 წლით ოკუპირებული იყო სსრკ-ს მიერ. როგორც ცნობილია, მოკავშირეებმა გაიყვანეს თავისი ჯარები გერმანიიდან 90-იან წლებში, როცა გავიდა ოკუპაციის ვადა, ხოლო რუსეთმა ეს არად ჩააგდო და დღესაც იქაა.
ეხლა ჩინეთი იმეორებს იგივეს და თუ რუსეთის ფედერაცია 49 წელს გაძლებს, ჩინეთის გაძევენა იქიდან არ გამოვა. მაგრამ ყველაფერი იქნება ბევრად იოლად.
აცნობიერებს რა იმ ფაქტს, რომ რუსეთს არ შეუძლია აღმოსავლეთ ციმბირის და ციმბირის დიდი ნაწილის შენარჩუნება და შენახვა, პუტინს ესმის, რომ ხვალ ან ზეგ მაინც დაკარგავსმათ.
ამიტომ, თუ ეს გარდაუვალია, მოგება მაინც ხომ უნდა ნახოს.იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური საკონსესიო გადასახადები სასაცილოა, ცხადი ხდება, რომ ამ გარიგებაში შავი ფული აიღო რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსანმა პირადად. გასაგებია, რომ ქრთამი რიგდება ჩინის მიხედვით და ყველაზე მეტი ერგო პუტინს.
თუ გავიხსენებთ, ჩინეთისთვის კუნძულების და მცირე ზომის მიწების გადაცემა 10 წლის წინათ დაიწყო. სულ რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა აღშფოთება ამის გამო, დანარჩენები კი ტაშს უკრავდნენ. კონცესია, მეორე, მაგრამ ბოლო ნაბიჯი არ არის. შემდეგი ნომერი იქნება შორეული აღმოსავლეთის ანექსია. ჩინელები „რბილი ძალის“ გამოყენების ოსტატები არიან, ამიტომაც მათ მიაჩნიათ, რომ პუტინის მყარი რეჟიმი, როგორც ეს გარედან ჩანს, შეიძლება ერთ დღეში ჩამოიშალოს სრულიად მოულოდნელი გარემოებების გამო. მათ ესმით, რომ ხელისუფლებაში შეიძლება მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც პუტინის ყველა გარიგებას ღალატად გამოაცხადებენ და ეცდებიან დაიბრუნონ ეს მიწები ჩინეთისგან. განსაზღვრა რა ჩინეთმა სიტუაციის ამდაგვარი განვითარება, პირობა წაუყენა პუტინს, მოახდინოს იმ ტერიტორიების სრული დემილიტარიზება.
პუტინს არ აქვს არჩევანი. ერთადერთი ადგილი, სადაც მას შეუძლია წავიდეს გადატრიალების შემდეგ, ეს ჩინეთია. ამიტომ ის ვალდებულია შეასრულოს პეკინის ყველა მოთხოვნა.აი ასე, ჩვენს თვალწინ ხდება ზაბაიკალიეს ტოტალური დემილიტარიზება და რუსეთის ჯარების გამოყვანა ნებისმიერი საბაბით. ასე რომ, პუტინი მალე მიიღებს კიდევ ერთ მსოფლიო ტიტულს. მანამდე ის პირველი იყო ბიუჯეტის მითვისებაში, რაშიც ბევრი ვინმე ჩამოიტოვა. თავისი დაუღალავი შრომით მოპოვებული 250 მილიარით პუტინი მიუწვდომელი გახდა ყველასთვის. ეხლა ის მზადაა, გახდეს მმართველი, რომელმაც ქრთამის გამო გაყიდა თავისი ქვეყნის ყველაზე დიდი ტერიტორია. თუ კი ჩინეთზე გადაცემული მიწის ფართობი ალიასკაზე უფრო მეტი აღმოჩნდება, მაშინ რუსეთის ფედერაციას შეუძლია იამაყოს თავისი გამოჩენილი შვილით.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3983 ლარია
შემდეგი სტატიაწითელი ჯვარი სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ გაფრთხილებას აკეთებს