(+video) “ცილისწამება”, “მატყუარა” – თამარ კორძაიამ და თამაზ მეჭიაურმა გადაცემა არჩევანში იკამათეს

ქართული ოცნების დეპუტატი, თამაზ მეჭიაური, მიიჩნევს, რომ ნატო არა მშვიდობას არამედ არეულობას მოუტანს საქართველოს.

ამის შესახებ დეპუტატმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

თამაზ მეჭიაური ნატოს მხარდამჭერ პოლიტიკოსებს სთხოვს, დაარწმუნონ ის, რომ ნატოში შესვლა აფხაზეთისა და სამაჩობლოს გარეშე არ მოხდება. მისი თქმით, ასეთი განცხადებები არაერთი პოლიტიკოსისგან გაუგია და მათ შორის არც რესპუბლიკური პარტიის წევრებისგანაც.

დეპუტატის ამ განცხადებას ცილისწამება უწოდა რესპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ კორძაიამ.

„თქვენ ატყუებთ საზოგადობას,“ – განაცხადა კორძაიამ, რომლის საპასუხოდაც თამაზ მეჭიაურმა მათი განცხადებების გამოქვეყნება დაანონსა.

„რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს არა აქვს უფლება, თავის ნებაზე მიიღოს გადაწყვეტილებები და საფრთხის ქვეშ დააყენოს ქვეყანა,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

https://www.youtube.com/watch?v=HK1vep6BZ2g&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში,,არც რუსეთის მონა მინდა ვიყო და არც რომელიმე სხვა ქვეყნის”
შემდეგი სტატია(video) ჩნდება კითხვები ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშრებით