ციკლონ “იდაის” 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ 615 ადამიანი ემსხვერპლა ტროპიკულ ციკლონ “იდაის” მოზამბიკში, ზიმბაბვესა და მალავიში – შაბათს, 23 მარტს გაეროს ჰუმანიტარულო ოპერაციების შესახებ კოორდინაციამ (OCHA) გაავრცელა. გაეროს ინფორმაციით, მოზამბიკში სტიქიის შედეგად 300 ადამიანი გარდაიცვალა. მოზამბიკის მთავრობა 417 ადამიანს ასახელებს. “მოვარდნილი წყლის დამშვიდებას უნდა დაველოდოთ, მხოლოდ ამის შემდეგ ვნახავთ მოზამბიკში სრულ სურათს” – OCHA-ს კოორდინატორმა განაცხადა.

გაეროს მსოფლიო სავაჭრო პროგრამა მოზამბიკის სტიქიურ უბედურებას იემენის, სირიისა და სამხრეთ სუდანთან ერთად უმსხვილეს ჰუმანიტარულ კატასტროფად აფასებს. კატასტროფის ადგილზე 1,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, მინიმუმ 600 ათასი დარჩა თავშესაფრის გარეშე. ქარის სისწრაფე 160კმ/საათი იყო.
ციკლონი “იდაი”, რომელიც ხუთბალიანი შკალით ოთხი ბალის სიძლიერისაა, მოზამბიკს 15 მარტს დაატყდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი და ერდოღანი მოსკოვში ახალ შეხვედრას გეგმავენ
შემდეგი სტატიასპირტის შავი ბიზნესი – გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, სქემის სათავეში ივანიშვილის ორი ძმა დგას