ციხისძირთან, საქორწინო ესკორტი ავარიაში მოყვა

ციხისძირის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, სამი მსუბუქი ავტომობილი და ერთი ტრაილერი დაზიანდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქორწილის ესკორტის მანქანა, რომელშიც ნეფე-პატარძალი იმყოფებოდა, ტრაილერს დაეჯახა და გზიდან გადავარდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი.

დაშავებულები საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაიყვანეს. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ადგილზე მუშაობენ საპატრულოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სასწრაფო დახმარებამ რამდენიმე პირს ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.

 

www.1tv.ge

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო ბიულეტენებს არ გადათვლიან – საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიასაგარეჯოს გამგებლის მოადგილე – დიდი ჩაილურის ტყეში ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული