ციხისძირში დაპირებული პარკის გაშენება დღეს დაიწყო

cixis-zri

დღეს დაიწყო ციხისძირის მოსახლეობისთვის დაპირებული პარკის გაშენება. დაირგვება 20 ლილეოდენდრონი(ტიტის ხე), 10 სექოია, 10 მეტასექოია, 3 მარადმწვანე მუხა, 10 ჭაობის კიპარისის იშვიათი ჯიში, ჰიმალაის და ატლასის კედრები, ფოტინიები… საერთო ჯამში დაირგვება 150ზე მეტი იშვიათი ჯიშის ხე.
“ატუ”-ს პროექტში ჩართულია ლანდშაფტის დიზაინერი ლიკა ქურციკიძე და საინჟინრო კომპანია “ზიმო”.
ციხისძირის მოსახლეობისთვის ასევე კეთილმოეწყობა და განათდება სოფლის გზა(განათების სისტემა უკვე დამონტაჟებულია),მოხდება წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია. საბოლოო ჯამში, უკვე მიმდინარე წელს ციხისძირს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ტურისტულ სეზონში.

banner
წინა სტატიაშიშოტლანდიაში შექსპირის პიესების პირველი კრებული აღმოაჩინეს
შემდეგი სტატია8 ოქტომბერს შესაძლოა ქორწინების ცნების განსასაზღვრად რეფერენდუმი ჩატარდეს