ციხისძირში დაკავებულებს ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ

ციხისძირში დაკავებული აქციის მონაწილეები ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩებიან. პარტიზანი მებაღეები და ქობულეთისა და ბათუმის საკრებულოების დეპუტატები სასამართლო პროცესს ელოდებიან. მათ ჯარიმა, ან 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.

თუმცა ჯერ უცნობია, როდის იმსჯელებს 5 დაკავებულის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლო.

პარალელურად, ადვოკატები აქციის მონაწილეების დაკავებას უსაფუძვლოს უწოდებენ და პოლიციის მხირდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ.

დაკავებულების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

banner
წინა სტატიაშიტყიბულის გამგეობის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისში ანკარის ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს