ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის სამუშაოები შეჩერებულია

ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის სამუშაოები შეჩერებულია. გადაწყვეტილება კომპანია ზიმომ უამინდობის გამო მიიღო. აჭარაში წვიმებია, რის გამოც სამუშაოები ვერ გრძელდება.

რაც შეეხებათ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ისინი კარვების აღებას და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ნებართვის ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენა ვერც დღეს შეძლეს, შესაბამისად აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება გააგრძელონ პროტესტი. მათივე თქმით, “საქართველო არ არის ერთი კაცის, ივანიშვილის შპს, რომ ყველა მას ემსახურებოდეს.”

banner
წინა სტატიაშითბილისის მასშტაბით 80 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები დაირგვება
შემდეგი სტატიადაპირისპირება ოზურგეთში- კახა კალაძის ვიზიტს გურიაში ხმაური მოჰყვა