,,ციხისძირიდან ხის გადარგვის პროცესში მეც ისეთივე დამკვირვებელი ვიყავი, როგორც ნებისმიერი მოქალაქე”

ჩვენი სამინისტროს კომპეტენციაში ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედიოდა და მე ისეთივე დამკვირვებელი ვიყავი პროცესების, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ასწლოვანი ხის ციხისძირიდან ურეკში, დენდროლოგიურ პარკში გადარგვის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

“მე ადრეც მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ეს საკითხი არც დასაწყისში, არც მისი განხორციელების პროცესში, არ უკავშირდებოდა ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას. არც დაცული ტერიტორიების სააგენტოს, არც ეროვნული სატყეო სააგენტოს ან ჩვენს გამგებლობაში არსებული ნებისმიერი უწყების კომპეტენციაში არ შედიოდა ამ საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, მე ისეთივე დამკვირვებელი ვიყავი ამ პროცესების, როგორც თქვენ, როგორც ნებისმიერი მოქალაქე. მე დავინტერესდი, შესაძლებელი იყო თუ არა ზოგადად, თეორიულად, პრაქტიკულად – მცენარის მსგავსი ტიპის გადაადგილება და შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდე მოსახლეობას. სხვა შეხება ამ თემასთან ჩვენ არ გვქონია”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ეს უმსგავსი და უკანონო საქციელი მავანთა ხელში პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის მორიგი ახირება-განმუხური