ციხის უფროსი, რომელმაც ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს

N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს.

ამ დროისთვის არსებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, კაცმა თავი საკუთარი სახლის ავტოფარეხში მოიკლა. გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მიმდინარე წლის 11 ივლისს N8 დაწესებულებაში მსჯავრდებული ბიზნესმენს საკუთარ საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიგა ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიარქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: რად გიღით ხელფასი, მონობა, ვითომ ძალაუფლება, პრიოტიტეტები?!
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს