ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილს დღეს გამოკითხავენ

ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილს პროკურატურის გამომძიებლები დღეს კიდევ ერთხელ გამოკითხავენ. შუამდგომლობით უწყებას ადვოკატმა მიმართა. ადვოკატების განცხადებით, მათ საქმის გამოძიების იმედი არ აქვთ. უფლებადამცველების თქმით, ვინ და რატომ გაიყვანა ყოფილი პრემიერი საკნიდან თავად მერაბიშვილმაც არაერთხელ ისაუბრა, თუმცა ფაქტს საგამოძიებო უწყების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოყოლია.

„შევალთ 13:00 მასთან დასაკითხად, სიმართლე გითხრათ არ გვაქვს რაიმე ახლის მოლოდინი, იმიტომ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მიცემული ჩვენება. ხელისუფლებას ნაკლებად გვგონია, რომ სურდეს ამ საქმის გამოძიება. მით უმეტეს, ამდენი ხანი გავიდა, სამჯერ შეწყვიტეს ეს საქმე და მერე სამჯერ განაახლეს. ისინი უბრალოდ იძულებულები გახდნენ იმიტომ, რომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა დიდმა პალატამ სტრასბურგის სასამართლოში,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ორი დაბადების დღე აქვს ქვეყანას?“ – ნატო ჩხეიძის პასუხი კოლეგებს
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს