ციხის კადრებზე ავთენტურობის დადასტურებას უნდა დავლოდებოდით ? – მიხელ ბენიძე უმრავლესობას

,”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხელ ბენიძე მართველი გუნდის მიერ “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობოების მეირ გავრცელებული განცხადაების გაკრიტიკებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უმრავლესობას სურს, რომ არასამთავრობოები ჩუმად იყვნენ.

“დღეს მმართველი პარტიის მესიჯ-ბოქსი იყო, გამოძიების დასრულებას რატომ არ დაელოდნენ და ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურებამდე რატომ გააკეთეს განცხადება არასამთავრობოებმაო.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ 2012 წლის სექტემბერში ციხის კადრები რომ დაიდო და იმავე საღამოს, რამდენიმე წუთში “ფეისბუქზე” განცხადება დავდეთ, არასწორად მოვქცეულვართ და ჯერ სააკაშვილის პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას და კადრების ავთენტურობის დადასტურებას უნდა დავლოდებოდით.

ასევე, გამოდის, რომ არაფერი უნდა გვეთქვა აფგან მუხთარლის გატაცების, ფარული ჩანაწერების გავრცელების, გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის და სხვა ფაქტებზე, რადგან არცერთ ამ გახმაურებულ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა და შედეგი არ დამდგარა.

ნუ ცხადია, ხელისუფლებას უნდა რომ ყველა ამ თემაზე ჩუმად ვიყოთ და პირში წყალი ჩავიგუბოთ, მაგრამ ჩვენი როლი ზუსტად ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტში კი არ ვამყოფოთ და მისი მითითების მიხედვით ვილაპარაკოთ ან დავდუმდეთ, არამედ რომ ხმამაღლა მივუთითოთ პრობლემებზე და მოვითხოვოთ კონსტიტუციის და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა.

P.S.: რადგან ასე ძალიან აეწვათ კუდი და სამოქალაქო სექტორს შემოგვიტიეს, მათ შორის სამარცხვინო მანიპულაციებით გაჯერებული ტელესიუჟეტებით ხელისუფლების ლოიალურ არხზე, ესე იგი ჩვენმა განცხადებამ თავისი ფუნქცია შეასრულა და ზუსტად მოხვდა მიზანში” – განაცხადა ბენიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაია ოთინაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ციხელაშვილი
შემდეგი სტატიაგიორგი ქობულია : ნებისმიერ საერთაშორისო ინსტანციას ექნება ეჭვი, რომ „ომეგა“ მოქმედებს ვალის გადახდისაგან თავის ასარიდებლად