„ციხის გარეთ დაელოდება ექსტრადიციის სასამართლო პროცედურების დასრულებას“ – წულუკიანი ჩაბუქზე

იუსტიციის მინისტრი მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლებას ეხმაურება. წულუკიანი არ გამირცხავს, რომ სასამართლოს მიერ დაწესებული გირაოს თანხის ნაწილზე გადაწყვეტილება უწყებამ გაასაჩივროს.
,,ის უბრალოდ ციხის გარეთ დაელოდება ექსტრადიციის სასამართლო პროცედურების დასრულებას და მე როგორც ექსტრადიციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირი, როგორც ადრე აღვნიშნე, ველოდები სასამართლო პროცედურის დასრულებას. ხოლო რაც შეეხება, გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება პატიმრობის გირაოთი შეცვლას ვფიქრობ, რომ გირაოს თანხის ნაწილში არსებობს რისკი. ალბათ, გასაანალიზებელი იქნება ჩვენი მხრიდან ხომ არ უნდა გასაჩივრდეს გირაოს თანხის ნაწილში გუშინდელი გადაწყევტილება“- განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე იმედოვნებს, რომ მშენებელი კომპანიები უსაფრთხოების ახალ რეგულაციებს გაითვალისწინებენ
შემდეგი სტატიაოკუპანტი თურქეთიც არის და რუსეთიც – ირმა ინაშვილი