ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

ციხეში პატიმარი გარდაიცვალა-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით,შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც პენიტენციალურ დაწესებულებაში განმარტავენ,მსჯავრდებული გ.ც. (დაბ. 1974 წ. ნასამართლობის მქონე) სასჯელს იხდიდა 2018 წლის 12 დეკემბრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, არაერთგზის, ბინაში შეღწევით), რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) და 67-ე (პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირება) მუხლების საფუძველზე დამატებული ჰქონდა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული ჰქონდა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
უწყების განცხადებით,მსჯავრდებული N6 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდა სასჯელს, და პერიოდულად აცხადებდა შიმშილობას, რა დროსაც მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და იმყოფებოდა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ბოლოს გ.ც.-მ შიმშილობა გამოაცხადა 2020 წლის 14 თებერვალს და შეწყვიტა 5 მარტს.
„2020 წლის 6 მარტს მსჯავრდებული პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში გადაიყვანეს დიაგნოზით: შიმშილობის ეფექტები, ჰიპოტენზია. N18 დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მსჯავრდებულს ჩაუტარდა სრული კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები და ფსიქიატრის კონსულტაცია, თუმცა რაიმე პათოლოგია არ დაფიქსირებულა. 9 და 10 მარტს აღენიშნა ტემპერატორული რეაქცია 39-40 გრადუსამდე, თუმცა რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები (სურდო, ყელის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ჰიპერემია) არ იყო გამოხატული. დაგეგმილი იყო ნახველის გამოკვლევა ტუბერკულოზზე, მეორად ბაქტერიულ ფლორაზე. უტარდებოდა ინფუზიური თერაპია კრისტალოიდებით, ვიტამინებით და სიცხის დამწევი საშუალებებით.
2020 წლის 10 მარტს 20:30 სთ-ზე მსჯავრდებული მორიგე ექიმმა მოინახულა, რა დროსაც გ.ც.-ს რაიმე ჩივილი არ წარმოუდგენია, სხეულის ტემპერატურა 38.2 გრადუსი დაფიქსირდა, გრძელდებოდა მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. 2020 წლის 11 მარტს 07:48 სთ-ზე, ვინაიდან მძინარე მსჯავრდებული უძრავად იწვა, პენიტენციური დაწესებულების მორიგე თანამშრომელმა მორიგე ექიმი გამოიძახა, თუმცა საკანში შესვლისას ექიმს მსჯავრდებული გარდაცვლილი დახვდა,“,- ნათქვამია პენიტენციალური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრის თქმით, პატიმარს გარდაცვალება ვირუსს არ უკავშირდება.
„მრავალი კვირის მანძილზე ჩვენ გვყავდა ქრონიკული დაავადებით პატიმარი, თუმცა ამას ვირუსთან არავითარი კავშირი არ აქვს. მე მინდა მივუსამძიმრო ოჯახს“,- განაცხადა მან

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის იტალიიდან დაბრუნებული 92 მოქალაქე რჩება
შემდეგი სტატიაქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები განცხადებას ავრცელებენ