ციხეში მყოფი გიგი უგულავა იქნება ბევრად საშიში, ვიდრე გარეთ მყოფი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ციხეში მყოფი გიგი უგულავა იქნება ბევრად საშიში, ვიდრე გარეთ მყოფი გიგი უგულავა.

ბაქრაძის თქმით, იქნება ძალიან მწვავე საერთაშორისო რეაქცია.

„სრულიად ნათელი იყო თავიდანვე, რომ გიგი უგულავა იყო პოლიტიკური სამიზნე. ფორმამ, როგორ და რა საბაბითაც მოხდა გუშინ მისი დაპატიმრება, ვფიქრობთ, ოდნავ მაინც ობიექტურ ადამიანს არ უნდა დაუტოვოს არანაირი კითხვის ნიშანი, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი. გიგი უგულავას პატიმრობის უკან მკაფიოდ ჩანს ბიძინა ივანიშვილის ინტერესი.

ამიტომ, უგულავას პოლიტპატიმრობა ძალიან მალე აღიარებული იქნება არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების არამედ ჩვენი უცხოელი მეგობრების მხრიდან. მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ციხეში მყოფი გიგი უგულავა იქნება ბევრად უფრო საშიში, ვიდრე გარეთ მყოფი გიგი უგულავა, რადგან იქნება ძალიან მწვავე საერთაშორისო რეაქცია.

ჩვენი პარტია გააგრძელებს ბრძოლას, ჩვენ ვიქნებით ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში დანარჩენ ოპოზიციასთან. ჩვენი ამოცანაა, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტით დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. აუცილებლად მინდა, მკაფიოდ ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში, ნებისმიერ არჩევნებში – რიგგარეშესა თუ დაგეგმილში, მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას დაპატიმრება სუსტი პოლიტიკოსისა და ადამიანის გადაწყვეტილებაა
შემდეგი სტატიაადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ საქმე 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება – იონათამიშვილი უგულავაზე