ციხეში მიხეილ სააკაშვილის დაყოვნება 1 საათითაც კი არ შეიძლება – “ემპათია” ალტერნატიულ სამედიცინო კომისიას ქმნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ორგანიზაცია “ემპათია” ალტერნატიულ სამედიცინო კომისიას ქმნის. ჯგუფში რამდენიმე პროფილის ექიმი გაერთიანდება.

მედიკოსები მზად არიან, არა მხოლოდ გააკონტროლონ და შეაფასონ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, არამედ აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო დახმარებაც გაუწიონ.

“არ შეიძლება ამ ადამიანის დაყოვნება 1 საათითაც კი იმ დაწესებულებაში, სადაც არის. ციხის ისტორიაში წერია, რომ მას აქვს მსუბუქფორმაში გადატანილი კოვიდი, რასაც ჩვენ ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან ჰოლანდიაში, სამედიცინო ბარათში გარკვევით წერია, რომ კოვიდი იყო მძიმე, მას დასჭირდა პულმონოლოგის მონიტორინგი, შესაბამისად აუცილებელია, გაგრძელდეს მონიტორინგი. ძალიან დიდი რისკია და ამიტომ ადამიანი უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს და ასეთი გაყოფილება არის ინტენსიური თერაპიის განყოფილება.

ახლა რომ მოწყობა დაიწყეს ციხის მე-18 დაწესებულებაში ამდაგვარი განყოფილების არის ძალიან სასაცილო და ეს არის სწორედ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მიდგმა და სადამსჯელო ზემოქმედება ფსიქოლოგიური, ადამიანზე”,- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

ენდოკრინოლოგის ლალი ჯავაშვილის თქმით, ამ დრომდე თავიდან აშორებული იქნა მძიმე არითმიის შეტევა და გულის გაჩერება, მაგრამ რა იქნება ხვალ და ზეგ არავინ იცის.

“იქნა აშორებული თავიდან მძიმე არითმიის შეტევა და გულის გაჩერება, დღემდე ცოცხალია, მაგრამ ხვალ და ზეგ რა იქნება ეს ხომ არავინ არ იცის.ყოველ წუთს შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, რომელიც არის წინაპირობა სავალალო გამოსავლის. ბოლო 5 დღის განმავლობაში ის არანაირ წამალზე და არანაირ დამხმარე საშუალებებზე: ამინომჟავების ნაკრებზე, ტკბილ სითხეზე და ა.შ არ თანხმდება რომ მიიღოს. ლოგიკა ხომ არსებობს? რა მდგომარეობაში უნდა იყოს? სავარაუდოდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში”,- ამბობს ლალი ჯავაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა
შემდეგი სტატიავაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს! – კულუმბეგოვი