ციხეში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს – “პირველებისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, თავდასხმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში არასამუშაო დღეს, შაბათ-კვირას მოხდა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ბაჩიაშვილს მრავლობით დაზიანებები აღენიშნება. წყაროს ცნობით, ბიზნესმენს ფიზიკურად სამარტოო საკანში, მისივე დაბადების დღეზე გაუსწორდნენ.
“პირველებისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩიაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ პატიმრის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, 40 წლის პატიმარი, გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.
წესით, საკანი, სადაც ბაჩიაშვილი იყო მოთავსებული, სათვალთვალო კამერებით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი, ამიტომ განმარტებები იუსტიციის სამინისტრომ უნდა გააკეთოს.
წყარო: ტვ პირველი















