ციციშვილში მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი ბავშვიდან ორის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი მცირეწლოვანიდან ორის მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა.

„სამი პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, აქედან ორი მათგანის მდგომარეობაში უმნიშვნელოდ დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, მართვითი სუნთქვის პარამეტრების კლება მიდის, ინფექციის კონტროლი მიდის, ანუ მათი მდგომარეობა სტაბილური და უმნიშვნელოდ გაუმჯობესებულია, თუმცა მართვით სუნთქვაზე რჩებიან. ერთი პაციენტის, რომლის ფილტვიც შემოსვლისას მაღალი ქულით იყო დაზიანებული ორივე მხარეს, მდგარეობა კვლამ უმძიმესი რჩება. მაღალი სიხშირის მართვით სუნთქვაზე და ხისტ პარამეტრებზეა. შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა ოდნავ გაუარესდა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის რეანიმაციაში 19 არასრულწლოვანი მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშიფოთში ნარკოლოგიურის თანამშრომელი “მეტადონის პროგრამიდან” წამალს იპარავდა
შემდეგი სტატიასაქსტატი: ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა