ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი: ბევრი ადგილი აღარ დაგვრჩა

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძეს თქმით, საშუალოდ, ყოველ დღე COVID-19-ით ინფიცირებული 21-25 ბავშვი შემოდის და კლინიკას ბევრი ადგილი აღარ დარჩა.

“ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიმართვიანობა არის ძალიან გაზრდილი, საშუალოდ, დღეში 21-25 პაციენტამდე შემოდის, ბავშვებზე მაქვს ლაპარაკი. დაიწია ასაკმა, ბავშვები მეტად ავადდებიან. ვუჰანის და ალფა შტამებთან შედარებით, ახლა უფრო მეტია. მიმდინარეობის კუთხით დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ჩვილებში განსაკუთრებით დელტა შტამის ცირკულირებს დროს, ბოლო პერიოდში უფრო გამოჩნდა მძიმე პაციენტები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება.

დღეს ძალიან ბევრი ბავშვი შემოვიდა, მაგრამ რამდენიმე ასევე უნდა გავწეროთ. ამ წუთში ადგილი მაქვს, თუმცა ბევრი აღარ არის”. – ამბობს მაია ჩხაიძე.

ციციშვილის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული ორი ჩვილი გარდაიცვალა, ერთს ჰქონდა ალფა შტამი, მეორეს დელტა.

banner
წინა სტატიაში„სულ მალე ყველა ბაზაზე ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება“
შემდეგი სტატიამკველობა ბათუმში- სავარაუდო ბრალდებული კორპუსიდან გადახტა