ციციშვილის კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მისივე თქმით, მათი მდგომარეობის შესახებ კლინიკიდან ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, როგორც იცით, უტარდებათ ინტენსიური მართვა. ჯერჯერობით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ვაკვირდებით და ციციშვილის კლინიკიდან მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი: ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი ობიექტურად მიმდინარეობდა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: პირბადე აუცილებელია დახურულ შენობაში და ასევე ღია სივრცეში