ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი კოვიდინფიცირებული ჩვილის კვლევის ნიმუშებს სწავლობენ

ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი კოვიდინფიცირებული ჩვილის კვლევის ნიმუშებს სწავლობენ. პირველადი მონაცემებით, სპეციფიკური PCR ტესტით ორივე მათგანს დელტა შტამი დაუდასტურდა.  მესამე ბავშვის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საბოლოო პასუხის მისაღებად ექიმები სეკვენირების შედეგს ელოდებიან. სამივე ინფიცირებული ორ თვემდე ჩვილია. მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის თქმით, “აქამდე მსგავსი შემთხვევა, როდესაც აპარატზე გადაყვანა მოგვიწია, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ახალშობილი და მცირე ასაკის ბავშვები არ გვყოლია”. რეხვიაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს, რომ ერთერთი ჩვილი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, სწორედ ამიტომ გაუჩნდათ ეჭვი ინდურ შტამზე.

banner
წინა სტატიაშიხაშმში მე-19 საუკუნის წმინდა გიორგი სახელობის ტაძარი გაძარცვეს
შემდეგი სტატიავოლსკი: წარმოუდგენელი იყო, რომ ჟურნალისტების მიმართ ასეთი ორგანიზებული შეტევა იქნებოდა