ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა

gulis eleqsiri

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა. როგორც ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„სამი პაციენტი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, სამივე მართვით სუნთქვაზე. ერთი არის ახალშობილი, რომელიც ბათუმიდან გადმოიყვანეს 17 დღის. 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა ეს ბავშვი ბათუმში. უმძიმეს მდგომარეობაში დაინტუბირებული, მართვთ სუნთქვაზე გადმოვიდა ჩვენთან. თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის მძიმე დაზიანება, ასევე რესპირატორული დისტრესი. გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გარდაიცვალა“,-აღნიშნავს ჩხაიძე.

წინა სტატიაშიპრემიერი – გლდანის ციხეში დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ეს არის ჩვენი ხელწერა…
შემდეგი სტატია5 ივლისს, პოლიციელის გინებისთვის, გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ საქმე აღძრეს