17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

ციციშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 3 ბავშვი მოათავსეს

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ციციშვილის კლინიკის  სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხიაძემ განაცხადა, რომ ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის ჩივილით კიდევ 3 ბავშვი შევიდა კლინიკაში.

მისივე თქმით, საერთო ჯამში კლინიკაში ამ მიზეზით 17 პაციენტი იყო მოთავსებული, საიდანაც ბინაზე უკვე 9 პაციენტი გაეწერა.

ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ.მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა: ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი მოენატრათ
შემდეგი სტატიაკალაძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: უნდა დაველოდოთ მოკვლევას, რასაც მოყვება შესაბამისი რეაგირება