ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა- ექიმების განმარტება

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და გუშინდელის შემდეგ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.

“სექვენირების პასუხი ჯერ არ მოსულა. სპეციფიკური „პისიარ“ ტესტით ერთს აქვს დადასტურებული „დელტა“ შტამი, მეორეს დადასტურებული აქვს ბრიტანული შტამი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არის „დელტა“ შტამით დადასტურებულ პაციენტთან. ახალი პარამეტრების მხრივ არაფერი არ არის, არც ცვლილებები ლაბორატორიულ კვლევებში არ არის ამ ეტაპზე. მართვითი სუნთქვის საჭიროება თავისთავად განაპირობა რესპირატორულმა დისტრესმა, რომელიც გამოწვეული იყო კორონავირუსული ინფექციით. აქამდე, ოქტომბრიდან, რაც კოვიდმიმღები კლინიკა ვართ, არც ერთ პაციენტს კოვიდის გამო არ დასჭირვებია მართვით სუნთქვაზე ყოფნა.

ერთი არის ჩამოყვანილი „დელტა“ შტამით, მკურნალობდა სოხუმის კლინიკაში ხუთი დღე რა სუნთქვის უკმარისობით შემოვიდა, მეორე – ასევე ორი თვის ბავშვი, დაავადებიდან მეცხრე დღეს არის გადმოყვანილი, ისიც სუნთქვის უკმარისობის გამო. რაც შეეხება ახალშობილს, ეს ბავშვი ბინაზე იყო და ბინაზე მოხდა დაინფიცირება. ამ ბავშვის შემთხვევაში ჩვენთან შემოსვლიდან, სადღაც ოთხი დღის შემდეგ, მისი პარამეტრების მიხედვით, საჭირო გახდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ზოგადად, კლინიკაში რჩება 94 პაციენტი და აქედან 65 არის ბავშვი“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშისათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები შემოსავლების სამსახურს უჩივიან და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ
შემდეგი სტატია“პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცება იქნება სილის გაწნა საერთაშორისო პარტნიორებისთვის”