ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმის, ჩვილის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.

„რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. მინდა აქვე ვთქვა, რომ ბაბუა რეკავს ამ ბავშვთან დაკავშირებით და თქვა, რომ დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. იქ არის, მარნეულში დედა“, – განაცხადა ექიმმა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 75 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 5 ბავშვია
შემდეგი სტატიაყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში