ჩვილებზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

AWBF3P Judge

6 თვის ჩვილებზე ძალადობაში ბრალდებული ძიძა სასამართლომ გაამტყუნა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანთა ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ფაქტზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ორი პირის მიმართ და ბრალდებულ ი.ტ.-ს სასჯელის სახედ და ზომად, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

„საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 13 ივნისს, დღის საათებში თბილისში ბრალდებულმა სცემა მასზე მოსავლელად მიბარებული ექვსი თვის უმწეო ბავშვები. ასევე, ტყუპებზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რაც გამოიხატა ბავშვების საწოლზე თავდაყირა დანარცხებით. ბრალდებულის ძალადობრივმა ქმედებამ, ჩვილების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ბრალდებულმა სრულად აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდაოდ ცნო. სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ ი.ტ.-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ბრალდებული დამნაშავედ ცნო ტყუპების მიმართ განხორციელებულ ცემასა და სხვაგვარ ძალადობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,მე მესმის თქვენი მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით, საქართველომ იცის და პატივს სცემს ესტონეთის სიმამაცესა და მყარ პოზიციას”
შემდეგი სტატიასოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა