“ჩვეულებრივი რევანშია წინა ხელისუფლებისადმი” – აქუბარდია ქუთაისის პარლამენტის შენობის გადაკეთებაზე

ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ქუთაისის პარლამენტის შენობა ტექნოლოგიურ ჰაბად გადააქციოს, თეონა აქუბარდია წინა ხელისუფლების რევანშად მიიჩნევს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ რეალურად, “ქართულ ოცნებას” აღარანაირი რესურსი, რომ ინვესტიციები მოიძიოს ან რამე გააკეთოს, აღარ აქვს.

“ჩვეულებრივი რევანშია წინა ხელისუფლებისადმი, მე ვფიქრობ, ყველა ის შენობა, რაშიც ხალხის ფული დაიხარჯა, მისი ასე უპატრონოდ მიგდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ შენობას ზურგზე არავინ იკიდებს და ეს შენობა ხალხის საკუთრებაა. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ამ შურისძიების შედეგად უამრავი ხალხის მხრიდან გადახდილი ფულით შენობები უპატრონოდ და მათ შორის, ყველა დაპირება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გასცა, შეუსრულებელია, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი შესაძლებლობა და რესურსი ან ინვესტიციების მოძიების ან რაიმეს გაკეთების აღარ აქვს, – ამბობს თეონა აქუბარდია.

banner
წინა სტატიაში“ოცნებამ” იცის, რომ ქუთაისში არჩევნებს წააგებს, ამიტომ ცდილობს, რაღაც საკენკი დაუყაროს ხალხს – ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი – მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ გაუარესებულა – აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში