ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება – ნატო ჩხეიძე “ომეგა ჯგუფის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს

ტელეკომპანია ”იბერიას” დამფუძნებელი, პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის მოადგილე, ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით სკანდალური აუდიოჩანაწერების შესახებ „არჩევანის“ ეთერში საუბრობს.

ნატო ჩხეიძე დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს და ფოტომასალას ეხმაურება, სადაც თამბაქოს ბიზნესის წილების გადანაწილებაზეა საუბარი.

სქემის მიხედვით, უნდა შეიქმნას ახალი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წარმოებული სიგარეტის რეალიზებაზე იზრუნებს. შემოსული თანხის 50% უნდა ჩაირიცხოს ფონდში, რომელსაც პირობითად პარტიას უწოდებენ და ეს სავარაუდოდ „ქართული ოცნებაა“, 25%-25% უნდა განაწილდეს „ომეგა ჯგუფსა“ და „თბილისის თამბაქოს“ შორის.

„აშკარაა, რომ ისეთი დამუშავებულია ეს ყველაფერი, რომ ეს არ არის უცებ ერთი კომპანიისთვის შექმნილი. ეს ალბათ, არის სწორედაც რომ აპრობირებული,“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

„არჩევანის“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ორი კომპანია TT და OGT 25-25 პროცენტს მიიღებდნენ გაყიდვებიდან, მათ მოსთხოვეს, რომ თავიანთი წილიდან დაახლოებით, 7 პროცენტი უნდა მიეცათ პირადად უჩა მამაცაშვილისთვის.

ნატო ჩხეიძის თქმით, სინამდვილეში ამ ორ კომპანიას 18-18 პროცენტი შეხვდებოდა, ხოლო 7 პროცენტი „ბიჭებს“ ჩაერიცხებოდა, თუმცა, ვინ იგულისხმება ამ „ბიჭებში“ ჩხეიძე არ აკონკრეტებს.

ჩხეიძის თქმით, თუ ამ გარიგებას დათანხმდებოდნენ, „ომეგა ჯგუფი“ „იბერიას“ ვეღარ დააფინანსებდა.

„სწორედ იმიტომ, რომ ეს სქემა ზაზას (ოქუაშვილი) მიერ არ იქნა მიღებული, ზაზას ფაბრიკა, მოდი ასე ვთქვათ, დახურულია ახლა, ხოლო ის ფაბრიკა, სადაც ჩხარტიშვილს აქვს, ის ამუშავებს, ფუნქციონირებს,“ – განაცხადა ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული სქემა. ნატო ჩხეიძის თქმით, დღეს გავრცელებული ფოტომასალა, სადაც ბიზნეს წილების გადანაწილებაა ასახული, ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ერევიან ბიზნესში ჩინოვნიკები.

„ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება, ეს არის რომ უნდა შეხვიდე ქვეყანაში არსებულ კორუფციულ მორევში და ამას ცხადია, ზაზა არ გააკეთებდა და არც გააკეთა, ამიტომ არის, რომ დღეს OGT დახურულია, აღარ მუშაობს, თანამშრომლები ვეღარ არიან იქ, ვერაფერს ვერ აწარმოებენ, ეს არის ამ სქემის მიუღებლობის შედეგი,“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

დღეს გავრცელებულ ჩანაწერში „ომეგა ჯგუფის“ წილებისა და თამბაქოს ბიზნესის გადანაწილებაზეა საუბარი.

შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, “თბილისის თამბაქოს” აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესწრებიან.

 

https://youtu.be/djuNHGQatB4

 

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე: სალომემ დღეს ატეხილი სკანდალის ფონზე ოცნების დაწერილი “შპარგალკა” წაიკითხა
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდებს მოიკრიბონ გამბედაობა და ღიად განაცხადონ, რომ მათ ბიზნესზე ისევე მიმდინარეობდა ზეწოლა