“ჩვეულებრივი დამნაშავე ხართ” – ნიკა მელია მიხეილ ბატიაშვილს გადადგომას ურჩევს

მეორე დღეა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს დეპუტატების კრიტიკის მოსმენა უწევს. მინისტრის არგუმენტები მიუღებელია ოპოზიციისთვის. “ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ბატიაშვილს ია კერზაიას გარდაცვალების საქმეში დამნაშავედ მიიჩნევს და მის გადადგომას ითხოვს.

„სისტემამ იმსხვერპლა ქალბატონი ია კერზაია, მას შემდეგ რაც პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ წააგეთ ზუგდიდი დაახლოებით 15 000 ხმით, ამის შემდეგ მიევლინა ბატონი გახარია და დაიწყო მაშინ.

რამდენიმე საათში ამ ბატონმა, რომელსაც რატომღაც ამ ბატონმა, რომელსაც რატომღაც მინისტრს ვეძახით, პირადად ჩემთვის ჩვეულებრივი დამნაშავე ხართ, სპეცჯგუფი მიავლინა და სიკვდილამდე მიიყვანა ქალბატონი. გადადექით, ბატონო განათლების მინისტრო, ვინც თქვენ ჯერ ისევ მინისტრს გეძახით, ეს ტვირთი თქვენ მანამდე ვერ ჩამოგცილდებათ, სანამ მაგ სავარძელში ზიხართ,“- განაცხადა მელიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრი მორალურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას იღებს. თუმცა მინისტრი ამტკიცებს, რომ უწყებამ სასწრაფო რეაგირება სამინისტროში შესული ანონიმური წერილის საფუძველზე მოახდინა, რომელიც სკოლაში არსებულ დარღვევებზე მიუთითებდა

banner
წინა სტატიაში,,ჭამე, სვი და იძინეო”… თქვენ მოსწავლეებს ეუბნებით – დაიძინეთ! – რატიანი ბატიაშვილს
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დავით ჟოჟუაშვილი დაინიშნა