“ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მერე რა რომ უმრავლესობის წევრები არიან”-მდინარაძე

უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულმა განცხადებებმა, იმ დეპუტატების რიცხვი გაზარდა, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია.

“რომ ვთხოვთ, რომ მოდით დავანებოთ თავი ამ არარეალურ რიტორიკას და დემაგოგიას და პროვოკაციებს თავი. ნუ თუ იმაზეა საუბარი, რომ უნდა ეძახო, რომ გაიძულე და შენ არავინ არ ხარ და მაჟორიტარებს სუბიექტური ინტერესები აქვთ და ამიტომ აკეთებენ ამას. ეს არის დამაზიანებელი და უფრო აღიზიანებს ამ ხალხს. ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მერე რა რომ უმრავლესობის წევრები არიან, ხომ არ არიან რკინის. აქვთ ემოციები, წარმოდგენები, არგუმენტები და ახმოვანებენ ამ არგუმენტებს. არ უნდა გავაღიზიანოთ დამატებით”- ამბობს მამუკა მდინარაძე.

კითხვაზე, მიდიან თუ არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ის დეპუტატები, რომლებიც კანონპროექტს უპირისპირდებიან, მდინარაძე პასუხობს რომ არა.

“არც პარტიის წინააღმდეგ მიდიან. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი კენჭისყრის გადადების მომხრეები. ისინი ჩვენს დარწმუნებას ცდილობენ მაგრამ რეალურად ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ რომ პროპორციული სისტემა უალტერნატივოა ამ შემთხვევაში”- აღნიშნავს მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ლევან იზორია დაინიშნა
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილმა დილით რამდენიმე ჩემი კოლეგა დატუქსა და ვფიქრობ, კენჭისყრა გადაიდო, რათა კიდევ ერთხელ დატუქსონ”