„ჩვენზეა მორგებული“ – რას ფიქრობს ხალხი მგზავრობის სააბონენტო სისტემაზე

მომავალი წლიდან, როგორც ცნობილია, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადახდის ახალი, ე.წ. სააბონენტო სისტემა შემოდის. ამ ინიციატივას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, თუმცა თუ რეალურად ვიმსჯელებთ, ტრანსპორტით მგზავრობა არათუ ძვირდება, არამედ, ცალკეულ შემთხვევებში, მოქალაქეები გარკვეულ დანაზოგსაც გააკეთებენ. და მაინც, როგორ შეხვდნენ თბილისელები სიახლეს? – გთავაზობთ ერთგვარ ქუჩის გამოკითხვას.

ნიკოლოზი, 21 წლის, სტუდენტი: – თავდან რომ გავიგე, მგზავრობა ერთი ლარი ხდებაო, ცოტა გავბრაზდი, მაგრამ მერე დავფიქრდი, დავიანგარშე და მიხვდი, რომ მგზავრობა არ მიძვირდება. მე სტუდენტი ვარ და ისედაც შეღავათიანი ტარიფით ვსარგებლობდი, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, თუნდაც ერთვიანი სააბონენტო რომ ვიყიდო, უფრო იაფი გამომდმის გადაადგილება, ვიდრე ახლა მეხარჯება. ხომ იცით, ახალგაზრდები დღის განმავლობაში რამდენს დავდივართ და ეს ახალი სისტემა, მგონი, ჩვენზეა მორგებული.

ქეთი, 56 წლის, ბუღალტერი: – რამდენიმე ადგილას ვმუშაობ, გარდა ამისა, დღის განმავლობაში სახლის საყიდლებსა და სხვა საქმეებზეც მიწევს სიარული. ამას წინათ, დავითვალე და მარტო ერთ დღეში, მგაზვრობაში 11 ლარი დავხარჯე. ახალი სისტემა ამ მხრვ არის კარგი, რომ ერთხელ ვიყიდი სააბონენტოს და თუნდაც გადაადგილების გრაფიკს ასე განვსაზღვრავ.

დათო, 39 წლის, ისტორიკოსი: – პედაგოგი ვარ და სკოლის გარდა კერძო გაკევეთილებსაც ვატარებ. ჩემი მოსწავლეები ძირითადად მე-6-მე-8 კლასელები არიან. მართალია, დღეს სხვანაირი თინეიჯერობაა, მაგრამ მეცოდებიან ბაშვები სკოლის შემდეგ ჩემთან რომ მოვიდნენ, თან გარეუბანში ვცხოვრობ. ამიტომ, მათთან მივდივარ სახლში. საერთო ჯამში, დღის განმავლობაში, მარტო მგზავრობაზე, ყველაზე ცოტა, 8 ლარს მაინც ვხარჯავ. ახლა კი ერთთვიან სააბონენტოს ვიყიდი და გადაადგილებაში შეზღუდული აღარ ვიქნები. მგონია, რომ მართლაც კარგი ინიციატივაა.

მარიამი, 49 წლის, დიასახლსი: – მართალია, სამსახური არ მაქვს, მაგრამ ნახევარი დღე მაინც გარეთ ვარ. ჯერ ერთი, სახლისთვის პროდუქტები უნდა ვიყიდო. კი არის ჩემს სახლთან ახლოს სუპერმარკეტები, მაგრამ რაღაცნაირად ძველი ყაიდის ადამიანი ვარ და მირჩევია, ბაზარში წავიდა. ბაზრიდან რომ მოვალ, მერე შვილშვილს უნდა მივაკითხო სკოლაში – პირველკლასელია. კი, ახლოსაა სკოლა – ორ გაჩერებაში, მაგრამ არ მინდა, ბავშვმა მარტო იაროს და ამიტომ, ვაკითხავ ხოლმე. მერე, საღამოს შეიძლება, მეგობართან წავიდე და ცოტა განვიტვირთო. ამდენ სიარულს ფული სჭირდება და ზოგჯერ ოთხი ან ხუთი ლარიც მეხარჯება  მგზავრობაში. ახალი სააბონენტო სისტემა კი, დარწმუნებული ვარ, შეღავათი იქნება. ერთხელ ვიყიდი აბონიმენტს და მერე, სულ იმაზე აღარ მექნება საფიქრალი, ვაიმე, გზის ფული არ მაქვს და რა მეშველება-მეთქი.

მოკლედ, როგორც ვხედავთ, მოსახლეობა სააბონენტო სისტემის მიმართ ცუდად არ არის განწყობილი.

აქვე, შეგახსენებთ:  2002 წლიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე 90-წუთიანი, ერთდღიანი, ერთთვიანი და ერთწლიანი სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება და ყველა აბონიმენტი სხვადასხვა ფასი ეღირება.

კერძოდ, ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათის ყიდვა ლარად შეგეძლებათ; ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათს 20 ლარად შეიძენთ; ულიმიტო, ერთთვიანი ბარათს – 40 ლარად; ულიმიტო, სამთვიანი ბარათს – 100 ლარად; ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათს – 150 ლარად; ულიმიტო, ერთწლიანი ბარათს კი – 250 ლარი.

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ თანხმობის კუთხით რაღაც დარჩეს – წერეთელი
შემდეგი სტატია„თუ ხელისუფლება არ წავა კომპრომისებზე, ზურაბიშვილთან შეხვედრების ფორმატიც დარჩება ზოგადი დისკუსიების ფორმატად“ – გიგი წერეთელი