“ჩვენთვის წარმოუდგენელია ის ბრალდება, რომელიც ლევან მამფორიას წაუყენეს”- დაკავებული პატრულის ახლობელი

ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ლევან მამფორიას ნათესავი პირველ კომენტარს აკეთებს.
სოფო კაკაჩიას თქმით, ლევან მამფორია საპატრულო პოლიციის ზუგდიდის რეგიონულ სამმართველოში დაიბარეს, სადაც ბრალი წაუყენეს, ამჟამად კი გადაყვანილია ე.წ. მოდულის შენობაში. გარდა ამისა, ჩხოროწყუში, მის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.
„ჩვენთვის, ლევან მამფორიას ნათესავებისა და ახლობლებისთვის წარმოუდგენელია ის ბრალდება, რომელიც მას წაუყენეს“, – აცხადებს კაკაჩია.
იგი ასევე უარყოფს, რომ დაკავებულს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან რაიმე ნათესაური კავშირი აქვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან მამფორია.

banner
წინა სტატიაშინატოს მთავარსარდალი თურქეთში ჩავიდა
შემდეგი სტატიაბიზნესმენ ბესო ხარძიანის მეუღლე მკვლელობის შემკვეთად გია უდესიანს ასახელებს