მარია ზახაროვა – ჩვენთვის სულ ერთი არაა საქართველოს არჩევნების შედეგები

maria-zaxarovaრუსეთი საქართველოში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებს ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, ეს რა თქმა უნდა, ქვეყნის ხალხის კომპეტენციაა. ასეთია ჩვენი ბაზისური მიდგომა. მაგრამ ამასთანავე, საქართველო ჩვენი მეზობელია და ჩვენთვის სულ ერთი არ არის ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შედეგები, რადგან ამაზე დამოკიდებულია, თუ ვინ მოვა საქართველოს ხელისუფლებაში. შესაბამისად, ამ პროცესებს ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. იმაზე, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში, დამოკიდებულია ქვეყნის მიერ გამოცხადებული კურსი როგორც მის შიგნით, ისე გარეთაც“, – განაცხადა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: მიმაჩნია, რომ დღესაც მისი ყოველი დღე ამ თანამდებობაზე არის საფრთხის შემცველი
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროს ფასიანი რეკლამა სოციალურ ქსელ Facebook-ზე