გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ფარულავა ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ფარულ გარიგებებზე მიუთითებს.
მისი თქმით, კობახიძისა და მდინარაძის საჯარო გამოსვლები ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ სპექტრს ჩანერგილი აგენტურის საშუალებით მანიპულირებს.
ფარულავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური გუნდისთვის ენმ-თან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა მიუღებელია და „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.
„ბევრჯერ გვითქვამს, ჩვენთვის ნაცები წითელი ხაზია. „ოცნების“ მიერ მოსყიდული ნაცები- მით უმეტეს. ეს კობახიძემაც დაადასტურა და მდინარაძემაც, როცა პირდაპირ ეთერში მოჰყვა, როგორ დაგეგმა 4 ოქტომბერი თავისი ჩანერგილი აგენტებით“,_ ამის შესახებ განცხადება პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა გიგა ფარულავამ გააკეთა.
















