ჩვენთვის ცნობილი არაა, რას აპირებს ბრალდების მხარე – მელიას ადვოკატი პროცესზე

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი იწყება. როგორც სხდომის დაწყებამდე მელიას ადვოკატმა თქვა, დაცვის მხარეს არც დღევანდელ პროცესზე არ აქვს ინფორმაცია, თუ რა სახის მტკიცებულების გამოკვლევას აპირებს ბრალდების მხარე.

როგორც გიორგი კონდახიშვილი ამბობს, ეს მხარეების შეთანხმების დარღვევაა:

“მიუხედავად ჩვენი პროაქტიური მცდელობისა, დღესაც ბრალდების მხარის მიერ არ გვეცნობა კონკრეტულად რა სახის მტკიცებულებების გამოკვლევას აპირებენ დღევანდელ პროცესზე. ეს არის შეთანხმების დარღვევა. მოსამართლის მიერ როგორც წინა ისე იმის წინა პროცესზე იქნა მითითება, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეს უნდა გვქონდეს კომუნიკაცია და უნდა მოხდეს შეჯერება, წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლის გამოკვლევასაც მხარეები აპირებენ. ამ წუთამდე ჩვენთვის ცნობილი არ არის მოწმეების დაკითხვას აპირებენ პროცესზე თუ ისევ ვიდეომასალებს გამოიკვლევენ. შესაბამისად, დაველოდოთ მოვლენებს”, – ამბობს გიორგი კონდახიშვილი.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ამნისტიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი, ერთადერთი სწორი ვერსიაა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი მომხმარებელს ევექსი კლინიკების ქსელში 0%-იან განვადებას სთავაზობს