საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის მიერ 3 ქართული კომპანიის დასანქცირების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს. მთავრობის მეთაურის მტკიცებით, აღნიშნული კომპანიების სამოქმედო არეალი საქართველო არ არის, შესაბამისად, ოფიციალური თბილისისთვის ეს საკითხი აქტუალური საერთოდ არ არის.
კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შესაბამისი რეაგირება ეროვნულ ბანკს უკვე ჰქონდა, სხვა დანარჩენი კი ბრიტანეთის შიდა საქმეა:
„მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ეს არის ბრიტანული ხელისუფლების საქმე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.















