ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის ერთ-ერთ ჩვენთან დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი

ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის ერთ-ერთ ჩვენთან დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, დღეს დილით კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურა ოთხ პაციენტს, რის შემდეგაც სულ დადასტურებულმა შემთხვევებმა შეადგინა 38.

„შემოგვემატა ოთხი ახალი ინიცირებული დადასტურებული შემთხვევა და სულ გამოდის 38 დადასტურებული შემთხვევა. აქედან იცით, რომ 31 ჩვენს ცენტრშია. 31-დან ერთი ბინაზეა გაშვებული თვითიზოლაციაში და ამ ეტაპზე გვყავს 30 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის ერთ-ერთი ჩვენთან დადასტურებული პაციენტის კონტაქტები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ინფექციურ საავადმყოფოში წევს ორი.

„მათთან შეინიშნება ტემპერატურის მატება დაბალი ციფრებით 37-დან 37,5 -მდე მინიმალურად გამოხატული კლინიკაა. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. მდგომარეობა უცვლელია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეცვლილა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 21 პაციენტზე, აქედან 19 პაციენტთან მივიღეთ უარყოფითი პასუხი იყო, ორ პიროვნებასთან დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა
შემდეგი სტატიასაირმის საკარანტინო სივრცეში 88 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის 32 საფრანგეთიდან გუშინ ჩამოვიდა